Latest posts by Aliq Media (see all)
ყველაფერი იმდენად სერიოზულად იყო, რომ კუმურდოში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა.
რა მოხდა კუმურდოში?
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 30 სექტემბერს იძულებული გახდა, რომ პირადად ჩასულიყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ კუმურდოში (სომხური დასახელება გუმბურდო), სადაც ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და პოლიციას შორის მოხდა შეტაკება, რომლის შედეგადაც არინ დაჭრილები. ადგილობრივი მაცხოვრებლები პოლიციამ დააკავა.
კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცავებმა უარი განაცხადეს, რომ ადგილობრივები შეეშვათ კუმურდოს წმინდა აღდგომის ტაძარის ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამად რესტავრაცია უატარდება. სოფლის მოსახლეობა აპირებდა, რომ ხაჩკარი (სომხური საფლავის ქვა) დაედგა იმ ადგილას, სადაც სარესტავრაციო სამუშაოების დროს ნაპოვნი ადამიანების ნაწილები დაფლეს.
სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ სპეცრაზმის გამოძახება მოუხდათ. თუმცა, მოსახლეობა დაშლაზე უარს ამბობდა. ისინი შეეცადნენ, კორდონი გაერღვიათ, რის შემდეგაც პოლიციამ ჰაერში რამდენჯერმე გამაფრთხილებად გაისროლა. საპასუხოდ ადგილობრივებმა ქვების სროლა დაიწყეს.
შეტაკების დროს, რომელიც რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, ოთხმა პოლიციელმა ტრავმა მიიღო – მათ დიდი ქვები მოხვდათ. დაჭრილია ასევე ადგილობრივი დეპუტატი და სოფლის რამდენიმე მოსახლე. თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა არავის მიუღია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის, 187-ე მუხლის 1 პუნქტის, 239-ე მუხლის 2-ე და მე-3 პუნქტების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
დღეს სოფელში სიმშვიდეა, თუმცა იქ პოლიციელები რჩებიან.
სადავო ეკლესია
სოფელი კუმურდო, სომხურად გუმბურდო, ახალქალაქიდან 18 კილომეტრში მდებარეობს. იქ ძირითადად ეთნიკური სომხები ცხოვრობენ. წმინდა აღდგომის ტაძარი, რომელიც მეათე საუკუნეშია აშენებული, ერთ-ერთია იმათეულობით ეკლესიიდან, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლურ და სომურ სამოციქულო ეკლესიას შორის დავის საგანს წარმოადგენს. ერთსაც და მეორესაც ის საკუთარ სიწმინდედ მიაჩნია.
კონფლიქტი 2015 წლის ზაფხულში გამწვავდა, როდესაც სოფელში გათხრების დასაწყებად და ძეგლის გასარესტავრირებლად თბილისდან არქეოლოგები ჩავიდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ გათხრების ნამდვილი მიზეზი ამ ეკლესიის სომხური ფესვების განადგურება იყო.
არქეოლოგიური სამუშაოების დროს ეკლესიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იყო მიცვალებულთა ნაწილები, რომელიც, ადგილობრივი სომეხი მოსახლეობის თქმით, მათ წინაპრებს ეკუთვნოდათ – ეკლესიის სომეხ მსახურებს. კუმურდოს მოსახლეობამ ამ ნაწილების ეკლესიის ეზოში დამარხვა მოითხოვა, რაც შესრულდა კიდეც. თუმცა ადგილობრივ მოსახლეებს იქ ხაჩკარის დადგმის საშუალებას აქამდე არ აძლევენ.
„დავა პოლიტიკოსებმა კი არა, მღვდლებმა უნდა გადაჭრან“
სიტუაციის განსამუხტად კუმურდოში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩავიდნენ. რაიონული საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა აშოტ საარიანმა (21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ტარდება – JAMnews) მოსახლეობას დაშლისკენ მოუწოდა, და დაჰპირდა მათ, რომ ოთხ ოქტომბერს ისინი ხაჩკარის დადგმას შეძლებდნენ. მაგრამ მოსახლეობამ მას გარანტიები მოსთხოვა, რადგან, მათი თქმით, ისინი აღარავის ენდობიან.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ეკლესიაში სოფლის რამდენიმე მოსახლესთან და ადგილობრივ ჩინოვნიკებთან ერთად შევიდა. ჟურნალისტები ამ შეხვედრაზე არ დაუშვეს.
მოლაპარაკებების დროს ადგილობრივებმა დაკავებული თანასოფლელების გათავისუფლება და სოფლიდან სპეცდანიშნულების რაზმის გაყვანა მოითხოვეს.
დაკავებულები იმავე საღამოს გაათვისუფლეს, სოფლიდან სპეცდანიშნულების რაზმიც გავიდა, თუმცა ხაჩკარის დადგმის საკითხი კვლავ გადაუჭრელია.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა სამველ მანუკიანმა ადგილობრივ მაცხოვრებლებს განუცხადა, რომ ხაჩკერის საკითხის გადაჭრა პოლიტიკოსების საქმე არ არის, და ამით მალე ორივე მხარის სასულიერო პირები დაკავდებიან – ანუ სომეხი და ქართველი მღვდლები.
ადგილობრივებს არ სწამთ მღვდლებს შორის გამართული მოლაპარაკებების, რადგან საქართველოსა და სომხეთის წარმომადგენელთა შორის შეხვედრები აქამდეც არაერთხელ მოუწყვიათ, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.