ჯავახეთის თოჯინები

ახალქალაქის “მომავლის სახლის” თოჯინების შექმნის კურსდამთავრებულმა ეს საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქცია, თუმცა, “მომავლის სახლში” ჯერ არ ფიქრობენ ამ სახის ბიზნესზე.
ორ წელზე მეტია რაც “მომავლის სახლის” ყოფილი მოსწავლე, თამარ კოჟორიძე ყიდის და ჩუქნის საკუთარი ხელით გაკეთებულ “ჯავახქის” თოჯინებს. მისთვის ეს არა მხოლოდ ჰობი, არამედ ძირითადი საქმიანობა და შემოსავლის წყაროა. თამარ კოჟორიძე წელიწადზე მეტი დადიოდა თოჯინების შექმნის კურსებზე, ახლა, როდესაც თბილისში ცხოვრობს, აკეთებს “ჯავახქის თოჯინებს” და როგორც ტურისტებზე, ასევე ნებისმიერ მსურველზე ყიდის.
თოჯინების შექმნის იდეა სრულიად შემთხვევით მოუვიდა “მომავლის სახლის” დირექტორს, სათენიკ მაიტესიანს. როდესაც მან “არცახის თოჯინები” ნახა, გადაწყვიტა ჯავახეთში მცხოვრები ადამიანების გარეგნობის მქონე თოჯინების შექმნა.
ჯავახეთში ჩამოსული ტურისტები ფიქრობენ ხოლმე, რა წაიღონ ამ მხარიდან სამახსოვროდ, მათ უბრალოდ არ იციან „ჯავახეთის თოჯინების„ შესახებ.

jnews.ge

От кукольного мастерства до малого бизнеса

Leave a Reply