ჯავახეთის ნაციონალური ქადა

ჯავახეთის ქადა ცნობილია თავისი უნიკალურობით, იგი სხვა ნამცხვრებისგან განსხვავდება როგორც ცხობის მეთოდით, ასევე გემოთი. ეს „საპატიო“ ნამცხვარი მცხობელისგან განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს.

ზოგადად სომხური სამზარეულოს ქადა ტკბილ ნამცხვრად ითვლება, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც – მაგალითად ჯავახეთის ქადის შიგთავსი ტკბილი კი არა – მარილიანია.

სომეხი ქალები ათასწლეულების მანძილძე აცხობდნენ ფენოვან ქადას; ნამცხვარის ცომის მოზელვა აუცილებლად სომხური ტრადიციების მიხედვით ხდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ქადას თავისი რიტუალური საიდუმლოც გააჩნია. საქმე კი აი რაშია:  როგორც მიხვდით არსებობს ორი ტიპის ქადა მარილიანი და ტკბილი შიგთავსით. ძველ დროში, მაშინ როდესაც ჭირდა ცხოვრება – მარილიანი ქადის გამოცხობა გაცილებით მარტივი იყო მარილის ფასიდან გამომდინარე. იმ დროს მარილი უფრო ხელმისაწვდომი იყო, ვიდრე შაქარი. სწორედ ამ ქადის რეცეპტს იყენებენ დღეს ჯავახეთის ქალები – შედეგად ქადა გემრიელია და არც თუ ისე ძვირი ღირს. ალბათ სწორედ ამ ორი თვისების გამო უწოდებენ მას უნიკალურს.

მარილიანი ქადის ერთ-ერთ ვერსიას ქრისტიანული საფუძველი აქვს. ბიბლიაში მარილი გემოვნების სიმბოლოა. შეგნებულად თუ შეუგნებლად, წყლის ეპითეტად ჩვენ ხშირად ვიყენებთ სიტყვას «უგემური“ და შესაძლოა სწორედ ამ ფაქტმა ითამაშა დიდი  რ ო ლ  ი იმაში,  რომ სომეხი ქალები ფენოვან ქადას მარილიანი შიგთავსით ამზადებდნენ. ასეა თუ ისე მრავალი ვერსია არსებობს.

ტკბილი ქადის უამრავი განსხვავებული რეცეპტი არსებობს. იმპროვიზაციაც კი ერთერთი ცნობილი ხერხია, ხოლო რაც შეეხება ჯავახეთის ქადას, იგი უნიკალურია არა მხოლოდ გემოთი, არამედ მომზადების წესითაც.

ქალბატონმა სოფიომ გაგვანდო ქადის საიდუმლო. მისი თქმით, ქადის ცხობისთვის მცხობელმა აუცილებელად ცომის ენა უნდა იცოდეს. ქადას “უყვარს” კარაქი, ცომი მზადდება სპეციალურ პირობებში,  სპეციალ უ რ ი რეცეპტით. ქადას დრო და ლოდინი უნდა, ხოლო მომზედება რამოდენიმე ეტაპიდან შედგება.

საიდუმლო  რეცეპტზე საუბრისას,ქალბატონი სო ფ იო ხშირად ამბობდა “ცომმა უნდა დაისვენოს”, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც დროის განმავლობაში, ცომი მართლაც უნდა იყოს დაწყნარებულ მდგომარეობაში. თუმცა ამით ყველაფერი არ მთავრდება.

„ჩვენი ქადა რუსეთშიც უყვართ, ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი ჩემთან სასწავლებლად მოვიდა, რათა რუსეთშიც შეძლოს გამოცხობა. მიუხედავად იმისა, რომ მან პრქტიკულად ყველაფერი სწორად გააკეთა –  ცომის დამოუკიდებლად მომზადების დროს არაფერიც არ გამოუვიდა. დამოუკიდებლად მომზადება სცადა, მას არაფერი გამოუვიდა. არც მე გამომდიოდა თავიდან კარგი ქადა, მაგრამ დროთა განმავლობაში ტექნიკა დავხვეცე და ეხლა ყველაფერი შესანიშნავად გამომდის – გაგვიმხილა სოფიომ.

დღესდღეობით ჯავახეთში სტუმრებს ძირითადად ნაყიდი ქადით უმასპინძლდებიან, თუმცა არსებობს ოჯახები, სადაც ტრადიციული ქადის რეცეპტი უქმად არ დევს სამზარეულოს კარადის გაცრეცილი თაროს კუთხეში.

Leave a Reply