სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს არსენ თოროსიანს მიაჩნია, რომ სიგარეტის ფასი ყველაზე დიდი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს მისი გამოყენებაზე.
აქციზის გადასახადების ზრდა და, შესაბამისად, სიგარეტის გაყიდვების ფასის ზრდა ხელს შეუწყობს სომხეთში თამბაქოს მოხმარების შემცირებას. არსენ თოროსიანმა ასეთი აზრი სომხეთის ეროვნული ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე გამოხატა.
„აზრი, რომ თამბაქოს ინდუსტრია უფრო სასარგებლოა, ვიდრე მის წინააღმდეგ ბრძოლა – არასწორია. სიგარეტის გადასახადის 45% -ით გაზრდა ხელს შეუშლის 88 ათას ნაადრევ სიკვდილს“, – განაცხადა თოროსიანმა.
მინისტრის თქმით, ხუთი წლის განმავლობაში, ფასების გაზრდა სიგარეტის მოხმარებას 20 პროცენტით შეამცირებს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021