სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის დუბნას ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის ფლიოროვის სახელობის ბირთვული რეაქტორების ლაბორატოორის დირექტორს, აკადემიკოსს იური ოგანესოვს უმასპინძლა.
პრემიერ-მინისტრმა ოგანესოვთან შეხვედრისას, ხაზი გაუსვა სომხეთში მეცნიერების განვითარებისთვის მისი ინიციატივის მნიშვნელობას. მან მეცნიერს სომხეთის მოქალაქეობა მიანიჭა და იმედი გამოთქვა, რომ იგი სომხეთის ხშირი სტუმარი იქნება.
ოგანესოვმა განაცხადა, რომ სომხეთში ვიზიტის განმავლობაში განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა. მათთან სამომავლო პროექტების დეტალებზე ისაუბრა.