13 თებერვალს, რომის თანამედროვე ხელოვნების ეროვნულ გალერეაში იტალიაში სომხეთის საელჩოსთან თნამშრომლობით, ჩატარდა იტალიელი ხელოვანის ჯუზეპე კაკავალეს “Armenia. Ossip Mandelstam. Dessins” წიგნის პრეზენტაცია.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ავტორი ჯუზეპე კაკავალე, იტალიელი ცნობილი მწერალი ერრი დე ლუკა, ხელოვნებათმცოდნე მარჩელლა კოსუ.
მისასალმებელი სიტყვით წარსდგა იტალიაში სომხეთის ელჩი ვიკტორია ბაღდასარიანი. ჯუზეპე კაკავალემ და ერრი დე ლუკამ წარადგინეს ოსიმ მანდელშტამის მიერ აღწერილი სომხთი, როგორც ევროპული და აღმოსავლური კულტურების გზაჯვარედინი.
ღონისძიებაზე ასევე წაიკითხეს სომხეთისადმი მიძღვნილი მანდელშტამის ლექსების ორიგინალი, ასევე სომხური და იტალიური თარგმანები.
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი