ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადადო დებატები საკანონმდებლო ცვლილებაზე, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, გადავადების მიზეზია თურქეთში მოახლოებული ვადამდელი არჩევნები, რათა ანკარისათვის მიუღებელი კანონის ამ განხილვამ არ გაუწიოს უნებლიე დახმარება რეჯეფ თაიფ ერდოღანს.
ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაბალ ნიშნულზე იმყოფება. თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 24 ივნისს გაიმართება. ერდოღანი არჩევნების გზით ახალი, უფრო მძლავრი მანდატის მოპოვებას ცდილობს.
ბევრი ისტორიკოსი და არაერთი ქვეყანა გენოციდად აღიარებს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომხის დახოცვასა და დეპორტაციას. გენოციდი აღიარებული აქვს 20-ზე მეტ ქვეყანას.
თურქეთი კი აცხადებს, რომ სომხებს შორის მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო და ეს მსხვერპლი მოჰყვა სამოქალაქო არეულობას და არა ოსმალეთის იმპერიის მიზანმიმართულ პოლიტიკას სომხების გასანადგურებლად.