Latest posts by Aliq Media (see all)
ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ კომპანია „Aeronautics“-ს ზოგიერთი ლიცენზია შეუჩერა, რომლითაც კომპანიას ეკრძალება უპილოტო საფრენი აპარეტბი აზერბაიჯანს მიაწოდოს, რომელიც კომპანიის ერთ-ერთ უმსხვილესი კლიენტია, წერს სააგენტო Haaretz.
ორშაბათს „Aeronautics“- მა განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ექსპორტის კონტროლის განყოფილებამ, კომპანიას დროებით შეუჩერა მისთვის “მნიშვნელოვანი კლიენტისთვის” უპილოტო საფრენი აპარეტბის მიწოდებაზე 20 მილიონი დოლარის ღირებულების Orbitier K1 ლიცენზია.
კომპანიის განცხადებით, გამოძიება იმ საჩივარზე დაყრდნობით დაიწყო, რომელიც იუწყება, რომ უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობები ყარაბაღში რეალურ ობიექტებზე გაიტესტა.
გაზეთი წერს, რომ ეს ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან „Aeronautics“-ის წინააღმდეგ პირველი სერიოზული ნაბიჯია, მას შემდეგ რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ უპილოტო საფრენი აპარატები ყარაბაღში იქნა გამოყენებული.