ისრაელის პარლამენტი სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხს 26 ივნისს, გაფართოებული სხდომის დროს განიხილავს.
The Times of Israel წერს, რომ განხილვა 12 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა ისრაელის საკანონმდებლო ორგანომ გადადო იმ მიზეზით, რომ ეს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანისთვის წინასაარჩევნოდ ხელშემწყობი ფაქტი გახდებოდა.
ისრაელის პარლამენტი ამ საკითხს თურქეთის არჩევნების შემდეგ განიხილავს, რის შედეგადაც თურქეთი გახდება საპრეზიდენტო ქვეყანა.
თურქეთში 2018 წლის 24 ივნისს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნების შედეგად, თურქეთი საპარლამენტო მმართველობიდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადავა. ცვლილებების შედეგად ფართოვდება პრეზიდენტის უფლებამოსილება.