ირკვევა, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა მნშვნელოვანი არ არის?

სკოლის ახალი დირექტორის დანიშვნით უკმაყოფილო სოფელ ვაჩიანის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდა. ვაჩიანელებს პარლამენტის დეპუტატები -ჰენძელ მკოიანი, სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ედუარდ აღასარიანი, გამგეობის თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსისიანი და ახალქალაქის რესურ ცენტრის ხელმძღვანელი ტერეზა ჩივჩიანი შეხვდა.

შეხვედრაზე მისულ 70-ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს ერთადერთ კითხვაზე პასუხი აინტერესებდა -რატომ არ მოხდა ვაჩიანის სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, რომელიც 7 თვის განმავლობაში იყო ვაკანტური, ადგილობრივი კანდიდატის -არევიკ გაბრიელიანის დანიშვნა? „რატომ იყო დირექტორის თანამდებობა ვაკანტური 7 თვის განმავლობაში და როგორ მოხდა ისე, რომ იმ დროს, როდესაც მინისტრთა კაბინეტი ჯერ კიდევ დანიშნული არ იყო -სამინისტრომ, უეცრად „მოაგვარა“ ახალი დირექტორის დამტკიცების საკითხი?“

handipum-patgamavori-het

„განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას დავუკავშირდი. მინისტრიც სოლიდარული იყო, რომ დირექტორის თანამდებობაზე ვაჩიანში ვე მცხოვრები კანდიდატი დანიშნულიყო. თუმცა მითხრა, რომ ეს საკითხი სამინისტროში გამართულ გასაუბრებაზე გადაწყდება. რამდენიმე დღის წინ, ქუთაისში, კვლავ ვესაუბრე განათლების მინისტრს. ვუთხარი, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილოა ახალქალაქელი კანდიდატის დანიშვნის ფაქტით. ვუთხარი, რომ მოსახლეობა თანასოფლელის დანიშვნას მოითხოვს. მინისტრმა პირობა მომცა, რომ სამი დღის განმავლობაში შეისწავლის ამ საკითხს და შესაძლებელ ვარიანტებს შემოგვთავაზებს“, -ვაჩიანის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა ჰენძელ მკოიანმა.

პარლამენტის წევრმა ასევე ეცადა გაეგო მოსახლეობის აზრი, თუ რატომ ვერ ხედავენ ვერაფერ პოზიტიურს მარინა ჩომარიანის დანიშვნის საკითხში, თუმცა ვაჩიანელებმა უკომპრომისობა გამოიჩინეს. სხვა კანდიდატზე საუბარიც კი არ უნდათ. სოფლის სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მხოლოდ თანასოფლელს ხედავენ.

შეკრებილი მოსახლეობის კითხვაზე -თუ სკოლის დირექტორის თანამდებობაზე რატომ არ იყო დანიშნული ვაჩიანიში მცხოვრები არევიკ გაბრიელიანი, ადგილობრივი რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ეცადა პასუხის გაცემა.

„ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს იმიტომ რომ გასაუბრებას არ ვესწრებოდი. ერთადერთი რაც სამინისტროში გვითხრეს არის ის, რომ არევიკ გბრიელიანს რუსულ ენაზე მეტყველობა უჭირს. გვითხრეს, რომ რუსულ ენაზე, თარჯიმნის გარეშე ვერ საუბრობს“, -განაცხადა ტერეზა ჩივჩიანმა.

ამ კომენტარს შეკრებილი ვაჩიანელების პროტესტიმოჰყვა. „ახლადდანიშნული დირექტორი არც სახელმწიფო ენას და არც სომხურ ენას ფლობს. განცხადებით რომ მივმართოთ სომხურ ან ქართულ ენაზე, ვერც კი წაიკითხავს თუ რას ვითხოვთ“.

პარლამენტის დეპუტატმა ჰენძელ მკოიანმა განაცხადა, რომ „მარინა ჩომარიანი დირექტორის თანამდებობაზე ჯერ არ დანიშნულა“. „ის საცდელ პერიოდზე არის დანიშნული. საცდელი პერიოდის ხანგრძლიობა კი 3-დან 6 თვემდე მერყეობს. ასე რომ საგანგაშო არაფერი არ არის. მოგიწოდებთ საპროტესტო აქციები შეწყვიტოთ. არც გზების გადაკეტვა არის საჭირო, არც ბავშვების იზოლირება სასწავლო პროცესისგან. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, მოსწავლეების დასწრებაზე აისახება უარყოფითად“, -მიმართა შეკრებილებს ჰენძელ მკოიანმა.

შეხვედრის დასასრულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვაჩიანელებს მოუწოდეს დაელოდონ თუ რა პასუხი მოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან.

ჯულეტა ტონაკანიან

წყარო: armenian-community.ge

Leave a Reply