Latest posts by Aliq Media (see all)
ენერგეტიკის საკითხებში გაეროს ექსპერტის, არა მარჯანიანის აზრით,სომხეთის ტერიტორიით ირანული გაზის ექსპორტირების შემთხვევაში, თურქულ-აზერბაიჯანული „მახრჩობელა რგოლი“ გაწყდება და ის ჩაერთვება ძირითად ენერგეტიკულ პროექტებში.
ექსპერტის თქმით, გასულ წელს რამდენიმე ოთხმხრივი შეხვედრა შედგა: რუსეთის, სომხეთის, საქართველოს და ირანის მონაწილეობით და ამ კუთხით მიღებულ იქნა წინასწარი შეთანხმებები. მარჯანიანის თქმით, ეს უკავშირდება რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილებას.
2016 წლის იანვარში ირანის გაზის ექსპორტის ნაციონალური კომპანიის დირექტორმა, ალი რეზა ქამელიმ განაცხადა, რომ თეირანი და თბილისი წინასწარ შეთანხმდნენ სომხეთის ტერიტორიით წელიწადში 500 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის საქართველოში ექსპორტირების თაობაზე.
ექსპერტის შეფასებით, სომხეთი და მთელი რეგიონი ახლა იმყოფება სერიოზული და სომხეთისთვის სასარგებლო ცვლილებების წინაშე.
1 აგვისტოს, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ირანულ გაზეთ„შარღ“-თან საუბარში განაცხადა: – „ამას მრავალმხრივი შესწავლა და გათვლა ესაჭიროება და თუ ეს ყველა მხარისათვის სასარგებლო იქნება, რატომაც არა?! ჩვენ არაერთხელ ავღნიშნეთ, რომ დაინტერესებული ვართ დიდ რეგიონალურ ეკონომიკურ პროექტებში მონაწილეობით და მზად ვართ თანამშრომლობისთვის“.