
Ermenihaber- ის ინფორმაციით ირანის დედაქალაქ თეირანში სომხურმა თემმა, 24 აპრილის სომხების გენოციდისთვის თურქეთის წინააღმდეგ აქცია გამართა.
სომხური თემის წარმომადგენლები ირანის ქუჩებში ანტი-თურქული პლაკატებით გავიდნენ და თურქეთს გენოციდის აღიარება მოსთხოვეს. საპასუხოდ, ამავე რაიონში მცხოვრები აზერბაიჯანელები გამოვიდნენ აქციის შესაფერხებლად. პოლიციამ დროულად მოახერხა ჩარევა. დააკავეს რამდენიმე აზერბაიჯანელი.
armtimes.am