Latest posts by Aliq Media (see all)
30 სექტემბერს, დაპირისპირება მოხდა სოფელ კუმურდოს მოსახლეობასა და პოლიციას შორის. ადგილობრივებს სურდათ მე-10 საუკუნის ეკლესიის ეზოში, სადაც მათი წინაპრების საფლავებია, ხაჩქარის(ქვის ჯვარი) დადგმა, მაგრამ პოლიციელებმა ისინი ეკლესიის ეზოში არ შეუშვეს.
პოლიციის წინააღმდეგობამ დაპირისპირება გამოიწვია. მოსახლეობას უნდა ეკლესიის ეზოში შესვლა, ხოლო პოლიციელები არ უშვებენ. მათი თქმით, მათ არ მიუღიათ ბრძანება, ხაჩქარის დადგომის შესახებ.
სოფლის მცხოვრებლები არ აპირებენ სახლში წასვლას და ცდილობენ ეკლესიის ეზოში შესვლას.
რაიონური საკრებულოს ყოფილი დეპუტატი აშოტ საჰარიანი მოსახლეობას მოუწოდებს რომ დაიშალონ და სთავაზობს, რომ ხაჩქარი 4 ოქტომბერს დააყენონ. მისი თქმით, ამას ისინი უპრობლემოდ შესძლებენ.
კუმბურდოში სიტუაცია გამწვავდა. იყო სროლის ხმაც. ადგილზე გამოჩდნენ სპეციალური ძალებიც.
2016 წლის ზაფხულში, სოფელ კუმურდოს მე-10 საუკუნის ეკლესიის აღდგენითი სამუშაოების დროს ადამიანების ძვლები აღმოაჩინეს. მოსახლეობის მოთხოვნის შემდეგ, ძვლები სხვა ადგილას გადაიტანეს.