
Latest posts by Aliq Media (see all)
კლიმატური პირობების გამო ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის 1-36 კმ. მონაკვეთზე მისაბმელიან, ნახევარმისაბმელიან და 30 ადგილზე მეტი ტევადობის მქონე ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ყინულსაწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია.
ინტენსიური თოვლის გამო კოდა-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 94-110 კმ. მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისთვის. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 31-62 კილომეტრზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა.