ინფორმაციული შეხვედრა ნინოწმინდაში ქალთა უფლებების შესახებ

26 ივნისს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალთა ოთახში ადამიანის უფლებათა დამცველის-ომბუდსმენის მოადგილემ –  ეკატერინე სხილაძემ, საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ.

შეხვედრისას რეგიონში არსებული ძირითადი პრობლემები განიხილეს. საუბარი ნაადრევ ქორწინებასა და ოჯახში ძალადობის საკითხსაც შეეხო. შეხვედრას გამგეობის თანამშრომლები, სამცხე-ჯავახეთში ომბუდსმენის წარმომადგენლები და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად, მსგავსი საკითხების მიმართ, საზოგადოების  არაინფორმირებულობა რჩება. შეკრებაზე ომბუდსმენის მოადგილემ – ეკატერინე სხილაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ძირითად პრობლემად ქალთა წინააღმდეგ ოჯახური ძალადობა და ნაადრევი ქორწინება რჩება, თუმცა ბოლო დროს ნაადრევი ქორწინების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმასაც, თუ როგორ მუშაოებს ამ მიმართულებთ პოლიცია და ცხელი ხაზი რეგიონში.

მსგავსი შეხვედრები ხშირად ტარდება.

nor.ge

Leave a Reply