
Latest posts by Aliq Media (see all)
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს ორშაბათს (4 აპრილს) ვიენაში ექნებათ შეხვედრა, სამშაბათს კი ( 5 აპრილს) გაიმართება მინსკის ჯგუფის პლენარული სხდომა, სადაც განიხილება მთიან ყარაბაღში მომხდარი ძალადობრივი აქტები. ამის შესახებ თავის „თვითერის“ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს მინსკის ჯგუფის ამერიკელი თანათავმჯდომარე ჯეიმს უოლიქი. გვაცნობებს რადიო თავისუფლების სომხური სამსახური.