
ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევის თაობაზე მილოცვის წერილი გაუგზავნა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
“სომხეთთან ინდოეთის ურთიერთობები ისტორიული, თბილი და მეგბრულია. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ეს ურთიერთობები უფრო გამყარდება, რისთვისაც მზად ვარ თქვენთან ვითანამშრომლო,” – ნათქვამია წერილში.
ნარენდრა მოდი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეა, გუჯარათის შტატის მთავარი მინისტრი 2001 წლის 7 ოქტომბრიდან. სახალხო პარტიის ლიდერი. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2014 წლის 26 მაისიდან იკავებს.