ალიევმა სომხეთისთვის სანქციების დაწესებისათვის გაეროს მიმართა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ აზერბაიჯანის ერთიანი ტერიტორიის ფარგლებში და სომხეთზე საქციების დაწესების სურვილით გაეროს მიმართა.

“აზერბაიჯანი სომხური აგრესიის და ოკუპაციის მსხვერპლი ქვეყანაა. სომხეთს აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება  არ სურს, მათ შორის, ყარაბაღის და 7 რაიონის. სომხეთმა შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან უნდა გაიყვანოს და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მე-4 რეზოლუციის ფარგლებში უნდა მოგვარდეს, ხოლო სომხეთის მიმართ სანქციები უნდა დაწესდეს” , – განაცხადა ალიევმა.

Leave a Reply