
Latest posts by Aliq Media (see all)
2017 წლის 23 ივლისს, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 5 ძირითად დღესასწაულთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღევლინება.
თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიაში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი აღავლენს , ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში – წირვას ღირსეული მღვდელი მამა მანუკ ზეინალიანი აღავლენს.
საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, ხალხური ტრადიციის თანახმად, წუწაობა გაიმართება.