
იერუსალიმის სომხურმა საპატრიარქომ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინინს მილოცვის წერილი გაუგზავნა. წერილში ხაზგასმულია, რომ ფაშინინი ხალხის ინიციატივით გახდა პრემიერ-მინისტრი, ამიტომ ახალ მთავრობასთან ერთად ერთიანი ძალისხმევით უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მშვიდობა და კეთილდღეობა.
იერუსალიმის საპატრიარქო სომხურ სამოციქულო ეკლესიას მიეკუთვნება. პატრიარქს აქვს არქიეპისკოპოსის წოდება.