Latest posts by Aliq Media (see all)
25 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაიმართება კრივის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობას მიიღებს ოთარ იერანსიანი.
ოთარი საქართველოს ქალაქ დუშეთის ნაკრებში მონაწილეობდა. ერთი თვის წინ მან მონაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატში, რომლის დროსაც მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
ამჟამად, იერანსიანი საქართველოს ნაკრების მწვრთნელებთან და 2 მოკრივესთან ერთად ჰამბურგში იმყოფება.
„ ჰამბურგში ჩამოსვლამდე მე დუშეთში ძალიან კარგად მოვემზადე. დიდი იმედები მაქვს, ვიცნობ ჩემს მოწინააღმდეგეებს და ჩემი გამარჯვება შესაძლებელია თუ სამართლიანობა იქნება” , -განაცხადა იერანოსიანმა.