2007 წლის 19 იანვარს, კონსტანტინოპოლის შიშლის რაიონში მდებარე გაზეთ “Agos-ის” რედაქციის წინ სამი გასროლის შედეგად დაიღუპა სომეხი ჰრანტ დინქი. მისი მკვლელობიდან 13 წელი გავიდა, მაგრამ მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მას 16 წლის თურქმა ოგუინ სამასთიმ ესროლა.
დინქი თანამედროვეთა შორის ერთერთი იყო, ვინც სიჩუმე დაარღვია და სომხური გენოციდის შესახებ დაიწყო საუბარი თურქეთის მთავარ ქალაქ სტამბულში.
“Agos”-ის მიმომხილველმა, თურქმა მეცნიერმა ბაქს ორანმა, დინქის დაბადების დღესთან დაკავშირებით დაწერა: “პირველი, მან გავლენა მოახდინა თურქებზე… მეორე, მან გავლენა მოახდინა თურქეთში მცხოვრებ სომხებზე… მესამე, მან გავლენა მოახდინა დიასპორაზე… მან თურქეთის საზოგადიებას აგრძნობინა 1915 წლის თემის ტრაგიზმი და ალტერნატიული ისტორია გააცნო”.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021