16 თებერვალს, ჰოლანდიის წარმომადგენელთა პალატამ სომხების გენოციდის შესახებ ორი რეზოლუცია მიიღო.
პირველი რეზოლუციის თანახმად, წარმომადგენელთა პალატა აცხადებს, რომ იგი აღიარებს სომეხთა გენოციდს და მეორე დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჰოლანდიის მინისტრმა ან სახელმწიფო მდივანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა სომხების გენოციდის მსხვერპლთა მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც ამ წლის აპრილშია დაგეგმილი.
ორივე რეზოლუციის ავტორია წარმომადგენელთა პალატის “ქრისტიანული კავშირის” დეპუტატი ჯორჯ ფორდევიდი.ორივე დოკუმენტი დამტკიცდა ოთხი მმართველი კოალიციის ფრაქციის მიერ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021