Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქის თავი პროკურატურის თანამშრომელი, ხოლო ნინოწმინდასი ქართული ენის პედაგოგი იქნებია.
სომხური მედია hetq.am საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება. არჩევნებში მონაწილეობა 1,6 მილიონმა მოქალაქემ მიიღო, რაც ამომრჩეველთა 45,64%.
სამცხე-ჯავახეთში ამომრჩეველთა შედარებით მაღალი აქტივობა შეინიშნებოდა. 145, 321 ამომრჩევლიდან მოქალაქეობრივი ვალი 79, 912-მა შეასრულა. ეს ამომრჩეველთა 55%-ს შეადგენს.
სამცხე-ჯავახეთი არჩევნებში აქტიურობით მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმსა (60,2%) და გურიას (58,5%) ჩამორჩება.
ახალქალაქიში არჩევნებში 19, 971 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 52%-ია.
არჩევნებში მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” კანდიდატმა იურიკ ჰუნანიანმა, რომელიც რაიონული პროკურატურის თამამშრომელი იყო ხმათა 58% მიიღო და ქალაქის ახალარჩეული მერი გახდა.
57 წლის იური ჰუნანიანი ბორჯომის რაიონის სოფელი ჩცაროლევერსიაში დაიბადა. უმაღლესი განათლება ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიმართილებით მიიღო. 1991 წლიდან დღემდე მუშაობდა ახალქალაქის რაიონულ პროკურატურაში, თავიდან როგორც გამომძიებელი, შემდეგ პროკურორის თანაშემწედ, და ბოლოს, რაიონის პროკურორად.