საფეხბურთო კლუბ “ლონდონის არსენალის” მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, რომელიც არსენალს უკვე 22 წელია ამზადებს, 2017-2018 წლების შეჯიბრის სეზონის შემდეგ თანამდებობა დატოვა.
3 ივლისს, არსენალის ფეხბურთელებს წვრთნები ჩაუტარა ახალმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ. ფეხბურთელებმა, რომლებიც არ მონაწილეობენ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც დაიწყეს ვარჯიში.
სომხეთის ეროვნული საფეხბურთო გუნდის კაპიტან ჰენრიხ მხითარიანისთვის არსენალის შემადგენლობაში ეს პირველი წვრთნები იყო. გასულ საფეხბურთო სეზონზე იგი ლონდონში იანვარში ჩავიდა და გუნდთან მთელი წლის განმავლობაში არ ემზადებოდა.
მხითარიანის მონაწილეობით პირველი მატჩი ლონდონში 14 ივლისს გაიმართება ბორჰემ ვუდის წინააღმდეგ, შემდეგ International Champions Cup-ის საამხანაგო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას, სადაც ატლეტიკო მადრიდთან თამაში 26 ივლისს გაიმართება, პსჟსთან 28 ივლისს, ხოლო ჩელსისთან 1-ელ აგვისტოს.