
სომხეთის ფეხბურთის ეროვნული გუნდის კაპიტანი, ლონდონის არსენალის ნახევარდამცველი ჰენრიხ მხითარიანი წელიწადის 100 საუკეთესო ვარსკვლავს შორის მოხვდა.
არმენპრესის ინფორმაციით საუკეთესო ფეხბურთელების სია Sky Sport-მა შეადგინა. ჰენრიხ მხითარიანმა სიაში 72-ე ადგილი დაიკავა. ბრიტანული Sky Sport აცხადებს, რომ მხითარიანმა ფეხბურთის მოედანზე 525 წუთი გაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2-ჯერ გოლის გატანისას ჩააწოდა.