ჰასანოვი: აზერბაიჯანი სომხების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას აპირებს

სააგენტო lenta.ru-ს ინფორმაციით, 20 ივნისს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა განაცხდა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები  სომხების მიერ აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას აპირებენ.

ჰასანოვმა განაცხადა, რომ მისი მიზანია შეიარაღებული ძალების მომზადება ომისთვის, რადგან  არ ეთანხმება მიმდინარე პოლიტიკურ მოლაპარაკებებს და აზერბაიჯანი მზად არის დაიბრუნოს საკუთარი ტერიტორიები. ჰასანოვმა აღნიშნა, რომ  დღეისათვის აზერბაიჯანული არმია 90 პროცენტით აღჭურვილია ავტომატური მმართვის სისტემებით.

ამავე დროს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა ჰიქმეთ გაჯიევმა განაცხდა, რომ ქვეყნის მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა ლოზუნგით “დიდი დაბრუნება”, რომლის მთავარი მიზანი სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების უკან დაბრუნებაა. გაჯიევის სიტყვებით, რადგან სომხებს არ სურთ აზერბაიჯანელებს საკუთარი ტერიტორიები დაუბრუნონ, მაშინ დროა, რომ აზერბაიჯანმა ეს თავად გააკეთოს.

Leave a Reply