Latest posts by Aliq Media (see all)
შეხვედრა “საქართველოს რეფორმების ასოციაციაში”- ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ინტეგრაციის პრობლემები განიხილეს.
8 დეკემბერს, “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” ოფისში, რეგიონული ეთნიკური უმცირესობების არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე როგორიცაა : განათლებასა და სახელმწიფო ენაზე ხელმიუწვდომელობა, ეთნიკური უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები, ქალების ჩართულობა ადგილობრივ თვითმართველობაში და ა.შ
შეხვედრა განხორციელდა პროექტის ”ეროვნული უმცირესობების არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება ადვოკატირებისა და მონიტორინგის უნარ-ჩვევების” ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ, წერს GRASS-ი.