10 აგვისტოს, თბილისში, ბოქსის ევროპის უმცროსი ჩემპიონატზე, ახალქალაქის სპორტული კომპლექსის მოსწავლემ, გორ აივაზიანმა, დაამარცხა მეტოქე და ბოქსის ჩემპიონატში ევროპის უმცროსი ჩემპიონი გახდა.
ამ ტურნირში გორი პირველი ჩემპიონია საქართველოდან. ევროპის ჩემპიონატი თბილისში პირველად ტარდება, სადაც გორ აივაზიანი ახალქალაქს წარმოადგენს.
გორ აივაზიანმა ირლანდიის წარმომადგენელი დაამარცხა და ამით ევროპის ჩემპიონი გახდა. იგი 41.5 კგ. წონით კატეგორიაში იბრძვის.
წყარო – tv9news.ge
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021