10 სექტემბერს, აშშ-ის კალიფორნიიის შტატის ქალაქ გლენდეილის დელეგაცია სომხეთის ქალაქ გიუმრიში იმყოფებოდა. დელეგაციას, რომელსაც გლენდეილის მერი ზარეჰ სინანიანი ხელმძღვანელობდა შირაკის გუბერნატორმა კარენ სარუხანიანმა, შემდეგ გიუმრის მერმა სამველ ბალასანიანმა უმასპინძლა. სომხეთში დელეგაციის ვიზიტი მიზნად ისახავდა კალიფორნიისა და სომხეთის ურთიერთობების გაღრმავებას, კერძოდ, ტექნოლოგიების სფეროში.
“ჩვენ უნდა გავაღრმავოთ ჩვენი კავშირები, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგომა არის საჭირო. სომხეთსა და გიუმრისთვის კალიფორნიასთან კომუნიკაციის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გლენდეილში ბევრი სომეხი ცხოვრობს, რომლებიც სწორედ გიუმრიდან არიან”, – განაცხადა გიუმრის მერმა.
გლენდეილის დელეგაცია გიუმრიში ვიზიტის განმავლობაში ქალაქის ტექნოლოგიების ცენტრს ეწვია.