
2 ოქტომბერს, საგანგებო სხდომაზე, პროტესტის მიუხედავად, სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ ქვეყნის ეროვნული ასამბლეის წესდებაში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც შენობის გარეთ შეკრებილი ადამიანების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.
“61-მა დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიის მიერ შემოთავაზებულ პროქტს ხმა მისცა და ხალხის წინააღმდეგ წავიდა. გიუმრის მოსახლეობა აპროტესტებს ამ ცვლილებას და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს უჭერს მხარეს”, – აცხადებენ აქტივისტები.
მომიტინგეები აჩერებენ ყველა გამვლელ მანქანას და მომხდარზე ატყობინებენ. ამგვარად, ფართომასშტაბიანი პროტესტის მონაწილეთა რიცხვი იზრდება. მობილიზებულია პოლიციაც.