საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა აქვს, ხოლო სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია, ამ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა არ შესუსტდა” – , ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა სომეხ კოლეგასთან, სერჟ სარგსიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელმაც რეგიონს უნდა მოუტანოს მეტი ეკონომიკური მოგება და მეტი სტაბილურობა. ვისაუბრეთ ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიულ ჩართულობაზე, როგორც ევროკავშირის მასშტაბით, ასევე სომხეთის აქტიურ თანაშრომლობაზე ევრაზიული კავშირის ფარგლებში და ხაზი გავუსვით იმას, რომ ამ თვალსაზრისით ორივე ქვეყანამ მოახერხა და მიაღწია იმას, რომ მიუხედავად იმისა, ჩვენ თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ევროპასთან, ხოლო სომხეთი არის ევრაზიული კავშირის წევრი, ამ გარემოებამ არანაირად არ შეასუსტა ეკონომიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, არამედ პირიქით, წელს ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც ტვირთბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე ტურიზმის მიმართულებით, მხოლოდ ვზრდით მონაცემებს. სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არის წინ გადადგმული ნაბიჯი და მცდელობა, რომ მთლიანად ავითვისოთ პოტენციალი ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. ეს არის პოტენციალი, რომელიც არსებობს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში და კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა ორ მოძმე ერს შორის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021