სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების პირისპირ საუბრის შემდეგ, მათ შეხვედრა გამართეს ჟურნალისტებთან.
“საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის, კეთილმეზობლობის ტრადიცია აკავშირებს, რაც აისახა ღევანდელ პარტინორულ თანამშრომლობაში. სომხეთის სტაბილურობა და დემოგრაფიული განვითარება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. დღევანდელ შეხვედრაზე მე და ჩემი კოლეგა შევეხეთ თანამშრომლობის ყველა ძირითად მიმართულებას, ვისაუბრეთ ტრანსპორტის, განათლების, ტურიზმის სფეროებში თანამშრომლის საკითხებზე და ასევე საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხებზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
“ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ სომხურ-ქართულ ურთიერთობების განვითარებისთვის და ამ ეტაპზე გვაქვს ყველა შესაძლებლობა ახალი ბიძგი მივცეთ ჩვენს ურთიერთობებს. ჩვენ აქ ვიმყოფებით თბილისში, რათა გავაღრმაოთ სომხურ-ქართული მეგობრული ურთიერთობები და მზად ვარ თანამშრომლობის ხელშემწყობი ნაბიჯებისთვის, ჩვენ ბატონ კვირიკაშვილთან ერთად რეგიონალურ უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხებზეც ვიმსჯელეთ და ჩვენ ერთად უნდა უზრუნველყოთ უსაფრთხო გარემო რეგიონში”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფაშინიანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 30 მაისს ეწვია და შეხვედრებს მართავს ქართველ კოლეგასთან გიორგი კვირიკაშვილთან, ასევე დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და სხვა მაღალჩინოსნებთან.