Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს არა ბაბლოიანს შეხვდა, რომელიც თბილისში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-სომხეთის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას.
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთს ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის კონტაქტების გააქტიურებაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის განვითარებას ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში.