Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს პირისპირ შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ მაღალი დონის ვიზიტების ფარგლებში გამართული შეხვედრები ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების გამტკიცებას შეუწყობს ხელს.
„ორი ქვეყნის ურთიერთობებში პოზიტიური და დადებითი დინამიკაა, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით. მე მქონდა საშუალება პრემიერ-მინისტრთან განმეხილა ძალიან საინტერესო საკითხები, რაც ვიმედოვნებ, კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას,” – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
საუბრისას სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ეკონომიკურ და ტურისტულ სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება. მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარებაც მიმოიხილეს და აღნიშნეს, რომ სტაბილურ გარემოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღეობისთვის.