Latest posts by Aliq Media (see all)
რეზოლუცია თითქმის ერთხმად იქნა მიღებული. ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად: 1 წინააღმდეგ, ერთმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან. რეზოლუციაში ნათქვამია: „101 წლის წინ სომხებისა და ქრისტიანი უმცირესობის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდი უნდა ვახსენოთ“.
რეზოლუცია იწყება შემდეგი სიტყვებით:
„გერმანიის პარლამენტი ოსმალეთის იმპერიაში 100 წელიწადზე დიდი ხნის წინ დეპორტირებულ და დახოცლ სომეხთა და სხვა ქრისტიან მსხვერპლთა ხსოვნის წინაშე ქედს იხრის“. პარლამენტი გმობს ოსმალური მთავრობის მხრიდან ოსმალურ მიწებზე მცხოვრები სომხების თითქმის სრულიად განადგურების მოქმედებებს. ხუთგვერდიან რეზოლუციაში აღნიშნული: „ სომეხთა ბედი 20-ე საუკუნეში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის, ეთნიკური წმენდის, დეპორტაციისა და გენოციდის მაგალითია“.
გერმანიის ბუნდესტაგში სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებულმა განხილვებმა თურქეთის მთავრობისა და მოწინააღმდეგების მხრიდან ბრაზი გამოიწვია, ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ გერმანიის პარლამენტის მიერ გენოციდის აღიარებისთვის. ბუნდესტაგის თავმჯდომარე ნორბერტ ლამერტმა, სომხეთა გენოციდთან დაკავშირებით რეზოლუციის ხმის მიცემის პროცესთან დაკავშირებით თავისი სიტყვით გამოსვლის შესავალში განახცადა, რომ გერმანელი პარლამენტარები მზად არიან კრიტიკის მისაღებად, მაგრამ ამის გამო დატერორებას არავის დაანებებენ.
ბუნდესტაგში სომეხთა გენოციდის შესახებ რეზოლუციის განხილვებამდე, გერმანიაში მცხოვრებმა თურქებმა ზეწოლა მოახდინეს სამართალდამცავ ორგანოებზე. თურქების მრავალრიცხვოვანმა ჯგუფმა აქცია მოაწყო ბერლინში. მთელი რიგი სომხები, ქურთები, ასირიელები და ბერძნები ბუდესტაგის წინ გამართულ აქციაზე მოითხოვდნენ, მხარი დაეჭირათ სომეხთა გენოციდის აღიარების რეზოლუციისთვის.
გერანიის პარლამენტმა, ჯერ კიდევ 2005 წელს, მიიღო 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი ჟლეტის, ეთნიკური წმენდისა და დეპორაციების შესახებ რეზოლუცია, რომელშიც არ ყოფილა გამოყენებული სიტყვა „გენოციდი“.
ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო panarmenian.net