სომეხთა გენოციდის საკითხი რაიონული ბიუროს სხდომამ არ განიხილა

ახალქალაქში, ოპოზიციური პარტიის  “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატების მიმართვა ადგილობრივ დონეზე სომხების გენოციდის აღიარების თაობაზე რეგიონული ასამბლეის ბიურომ განიხილა, მაგრამ არ მიიღო.

11 დეკემბერს, ახალქალაქის რაიონული ბიუროს სხდომაზე ხუთი საკითხი იყო წარდგენილი, მათგან 4 საკითხი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებმა წარადგინეს, ხოლო ერთიც “პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებმა.

ახალქალაქის “პატრიოტთა ალიანსი” ითხოვს

1-ელ დეკემბერს საკრებულოს დეპუტატმა, ზაქარ ზაქარიანმა, სამველ პეტროსიანმა, გენადი ელიზბარიანმა, სიმონ მანანიანმა და სარგის უზუნიანმა „გადაწყევტილება #“ სათაურით განცხადება გაავრცელეს.

განცხადების ტექსტში ნათქვამია, რომ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საშინელი დანაშაულია. თავის დროზე საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ეღიარებინა და დაეგმო, მსგავსი დანაშაული აღარ მოხდებოდა სხვა ერების მიმართ.

ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის ახალქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილება ადგენს:

  1. წუთიერი დუმილით პატივი მიეგოს ყველა ერის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას, რომელთა წინააღმდეგ განხორციელდა მსგავსი სისასტიკე
  2. ოსმალთის იმპერიაში ჩადენილი სომეხთა გენოციდის აღიარება და დაგმობა
  3. საქართველოს პარლამენტს მიემართოს თხოვნა მიბაძოს განვითარებული ქვეყნების მაგალითს აღიარონ და დაგმონ ოსმალეთის იმპერიაში ჩადენილი სომეხთა გენოციდი
  4. მიმართვა პარლამენტში ჯავახეთის რეგიონიდან მაჟორიტარულ დეპუტატს პლენარულ სხდომაზე განიხილოს ეს დანაშაული სომეხი ერის წინააღმდეგ და გაშუქდეს რეალური გადაწყვეტილება
  5. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს მედიასაშუალებებში

ბიურომ მხარი არ დაუჭერა

ბიუროს წევრებმა განაცხადეს, რომ  ამ ეტაპზე მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროა საჯარო კონსულტაციები და განხილვები. ბიუროს წევრებმა თავიანთ გამოსვლებში განაცხადეს, რომ მსოფლიოში არ არის ერთი სომეხი მაინც, ვინც არ გმობს სომეხთა გენოციდს.

jnews.ge

Leave a Reply