21 ივნისს, ერევანში საგანგებო კომისია გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ სომხეთის პარლამენტის დეპუტატს, მოხალისეთა კავშირ “ერკრაპას“ თავმჯდომარეს, გენერალ-ლეიტენანტ მანველ გრიგორიანს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
მის მოვალეობას ვიცე-თავმჯდომარეები შეასრულებენ.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა 16 ივნისს, გენერლის სახლსა და მის კუთვნილ საზაფხულო აგარაკზე ჩხრეკა განახორციელა. გრიგორიანის საზაფხულო აგარაკზე სხვადასხვა სახის საჭმელი პროდუქტი, ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი ჰიგიენური და სამედიცინო ნივთები, ასევე რეტრო და ათეულობით თანამედროვე მანქანა აღმოაჩინეს. გრიგორიანის აგარაკზე ასევე იპოვეს ცხოველები, რომლებსაც ერევნის ზოოპარკში გადაიყვანენ, მათი შენარჩუნებისა და უსაფრთოების მიზნით.