Latest posts by Aliq Media (see all)
გენდერული ინდექსის 2019 წლის რეგიონული ანგარიშის თანახმად, კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება არდაბადებული გოგონების რაოდენობა. კავკასიაში გოგონების დაბადების ნაკლებმა სურვილმა შედეგად სქესთა შორის ბალანსის საგანგაშო დარღვევა გამოიწვია.
2018 წელს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში 0-4 წლის ასაკის ბავშვებში 170,000 გოგონა არ დაიბადა.
ანგარიში აღწერს 12 ქვეყნის – აზერბაიჯანის, ბელარუსის, თურქმენეთის, მოლდოვის რესპუბლიკის, მონღოლეთის, საქართველოს, სომხეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, უკრაინის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის გენდერულ გამოწვევებს.
გენდერის ინდექსის თანახმად, რეგიონულ დონეზე მოსახლეობის 16% ფიქრობს, რომ ქალებმა არ უნდა იმუშაონ ოჯახის გარეთ რაიმე ანაზღაურების მიღების მიზნით; ექვსიდან ერთი ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია; ანგარიშში მოცემული შეფასებით, გენდერული დისკრიმინაცია ევრაზიაში რეგიონულ დონეზე იწვევს ინვესტიციათა 8%-ის დაკარგვას, ქალების განათლების წლების საშუალო მაჩვენებელს 16%-ით ამცირებს, ხოლო შრომის ბაზარზე მათ მონაწილეობას – 12%-ით.
შედეგად 2017 წელს დისკრიმინაციის არსებულმა დონემ ევრაზიაში რეგიონული შემოსავალი 7.5%-ით შეამცირა, ანუ დაიკარგა 39 მილიარდი აშშ დოლარი.
radiotavisupleba.ge