Latest posts by Aliq Media (see all)
სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ტყიბულში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო მიუსამძიმრა.
ამის შესახებ ნათქვამია სომხური ეკლესიის განცხადებაში.
„წმინდა ეჩმიაძინიდან თანადგომას გიცხადებთ თქვენ და მოძმე ქართველ ხალხს. მწუხარებას გამოვთქვამთ ტყიბულში მომხდარის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. ვლოცულობთ, რათა უფალმა ანუგეშოს მგლოვიარენი, დაშავებულებს კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.