განძიდან არწრუნ თანგამიანმა მე-3 ადგილი დაიკავა საქართველოს  თავისუფალი სტილით  მოჭიდავეთა  შეჯიბრში

4 და 5 თებერვალს  ყვარელში  საქართველოს  თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა  ახალგაზრდული  შეჯიბრი გაიმართა.

შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ მოჭიდავეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტიდან 6  მოჭიდავე  მონაწილეობდა . მათ  შორის  სოფელ განძის მკვიდრი არწრუნ  თანგანიანი, რომელმაც  74 კგ-იან  წონით კატეგორიაში მე-3 ადგილი  დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ  ამბროლაურში  გამართული  საქართველოს თავისუფალი  სტილის  ჭიდაობის შეჯიბრში 16-23 წლამდე მოჭიდავეთა შორის  არწრუნ თანგანიანმა მე-3 ადგილი დაიკავა  და საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ეროვნულ ნაკრებში შეირჩა.

Leave a Reply