“ინფორმაცია მივიღეთ, რომ 19:30 საათზე რესპუბლიკურმა პარტიამ რიგგარეშე სხდომა მოიწვია, რათა კანონპროექტზე კენჭი იყარონ”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ფეისბუქის პირდაპირ ეთერის მეშვეობით.
“ყველას მოვუწოდებ, რომ ეროვნულ ასამბლეასთან შევიკრიბოთ ახლავე და მოვსპოთ ეს დაუმორჩილება და ბოიკოტი გამოვუცხადოთ ამ სამარცხვინო პროექტს”, – აცხადებს ფაშინიანი.
სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურულია, ტრანსლირება პირდაპირ ეთერში უხმოდ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლ ფაშინიანი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩატარებას ითხოვს.
პრემიერმა გამორიცხა საპარლამენტო არჩევნების 2022 წელს ჩატარების შესაძლებლობა, რასაც ოპოზიციური რესპუბლიკური პარტია ითხოვს.
„ეს არაკონსტრუქციული მიდგომაა. ხალხისთვის ნომერ პირველი საკითხი ახლა რიგგარეშე არჩევნებია. ამის გარეშე ვერც ერთი სხვა საკითხი ვერ მოგვარდება“, – განაცხადა პრემიერმა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021