Latest posts by Aliq Media (see all)
6 ნოემბერს, ახალქალაქის სოფელ დადეშში დიდი ოდენობით პირუტყვი და სხვა საკუთრების გაქრა, მოსახლეობა აღელვებულია და აცხადებს, რომ მუდმივ შიშის ქვეშ ცხოვრობს.
6 ნოემბერს, გამთენიისას უცნობმა პირებმა, სოფელ დადეშის 2 მოსახლეს საქონელი მოპარეს, ხოლო ზოგიერთს ავტოფარეხიდან ტექნიკა და ძაღლი მოსტაცეს.
ქურდობა შუაღამეს მოხდა. ეს ხელსაყრელი დრო იყო ქურდებისთვის, რადგან სოფელში ღამით განათება არ არის. შუქი კი 2:15 წუთზე ჩაქვრა და მხოლოდ დილით მოვიდა.
საერთო ჯამში სოფლიდან 21 ძროხა და ხბო, 1 ცხენი, 1 ძაღლი და ტექნიკა მოიპარეს. სოფლის მოსახლეობა ქურდის კვალს გაჰყვა, შედეგად 1 ძროხა და 5 ხბო იპოვეს, დანარჩენის კვალი უცნობია.
სოფელ დადეშის მკვიდრის, ნინა განციანის თქმით, ნაქურდალის კვალმა მისი მეუღლე და ვაჟები თურქეთის საზღვართან მიიყვანა. „მე მგონია, რომ მათ ვინმე სოფლიდანაც ეხმარებოდა“-აღნიშნა ნინა განციანმა.
მოსახლეობა აღელვებულია იმ ფაქტით, რომ საზღვარი არ არის დაცული.
„ჩვენ მუდამ შიშში ვართ. დღს საქონელი მოიპარეს, ხვალ ხალხის გატაცება და ჩვენი მოკვლა შეუძლიათ. გარდა ამისა, ეს რეგიონში პირველი შემთხვევა არაა“-ამბობს სოფლის მოსახლე.
„ხბოები იპოვეს მესაზღვრეთა შტაბთან, ძროხა კი ნეიტრალურ ზონაში, ერთ მეტრს იქით უკვე თურქთია, ამ ნაწილში მავთულხლართები არც იყო, ის გაჭრილი იყო“-ამბობს ზარზანდ კუჯოიანი.
სოფლის მოსახლეობა ყურადღების მისაპყრობად გზაც კი გადაკეტა. ისისნი მანამდე არ დაიშალნენ, სანამ არ მიიღეს დაპირება, რომ მათ პირუტყვს იპოვიან და უკან დააბრუნებენ.