Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის, კოტაიქის რეგიონის სოფელ არინჯის 29/29 საარჩევნო უბანზე, მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა ალიანს „წარუკიანი“-ს ლიდერმა, პარტია „აყვავებული სომხეთის“ თავმჯდომარემ, გაგიკ წარუკიანმა.
„ჩვენს მიერ წარმოდგენილი პრობლემების გადაჭრა ძირითადად მოსახლეობაზეა დამოკიდებული. გააჩნია, ჩვენს ხალხს 3 აპრილს როგორი სომხეთის ნახვა უნდა“.
რამდენიმე დღის წინ წარუკიანმა განაცხადა, რომ თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, მისი მეგობრები 15 მილიარდის ოდენობის ინვესტიციას გააკეთებენ სომხეთში.
„ჩემი მეგობრები მზად არიან მხარი დაუჭირონ ქვეყანას, მათ სჯერათ წარუკიანის, წარუკიანის ცხოვრების წესის, ასევე იციან, რომ წარუკიანი ტყუილს არ ამბობს“- განაცხადა წარუკიანმა.