2 ივლისს, სომხეთის სამედიინო ცენტრში 50 წლის მამაკაცი შეიყვანეს, რომელსაც მრავლობითი ტრამვები აღენიშნებოდა, ასევე დაზიანებული აქვს ნაღვლის ბუშტი.
დაზარალებულის ინფორმაციით, მასზე სომხეთის საქველმოქმედო პარტიის დეპუტატმა გაგიკ წარუკიანმა იძალადა, შემდეგ კი წარუკიანის დაცვის უფროსმა, 46 წლის ედუარდ ბაბაიანმა და ერთმა პირმა, რომლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის ცნობილი, სცემეს. ბაბაიანი პოლიციაში გამოცხადდა და ამჟამად დაკავებულია.
დაზარალებულის განცხადებით, მისი ვაჟი არის რუსეთის მოქალაქე, კრივში მსოფლიო ჩემპიონი. გამარჯვებისთვის წარუკიანი მას ჯილდოს დაპირდა, თუმცა დაზარალებულის შვილი სომხეთის მოქალაქეობის აღების შემდეგ იძებნება, სამხედრო სამსახურზე უარის თქმის ბრალდებით.
პოლიციამ ოპერატიული საქმიანობის შედეგად დაადგინეს, რომ წინასწარი მონაცემებით შემთხვევა სომხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დეპარტამენტში მოხდა. დარბაზში სისხლდენის კვალია აღმოჩენილი, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება.
“გაგიკ წარუკიანს მივუახლოვდი და ვუთხარი, რომ ჩემი შვილის ძებნის საკითხს რატომ არ აგვარებ- თქო, რომ შეძლოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა. მან მითხრა შენობაში შვიდეთო, სადაც ვერ გავუგეთ ერთმანეთს და მცემა”, – აცხადებს დაზარალებული.