
სომხეთში აშშ-ის საელჩომ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ჰეტერ ნაუერტის წერილი გაავრცელა, სადაც იგი პრეზიდენტის სახელით სომხეთის ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანს გამარჯვებას ულოცავს.
“ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ნიკოლ ფაშინიანს, როგორც სომხეთის ახალ პრემიერ-მინისტრს თანამდებობას ულოცავს. ჩვენ ველით მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას ახალ მთავრობასთანა და ხალხთან სხვადასხვა სფეროში,” – ნათქვამია წერილში.