
Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის მთავრობა 16 მარტის სხდომაზე გაერთიანებული არაბული სამეფოს მოქალაქეების სომხეთში უვიზო მიმოსვლის საკითხის განხილვას შეუდგება.
გაერთიანებული არაბული სამეფო-სომხეთის რეისების მიმართ ინტერესი დღითი-დღე იზრდება, რაც საამიროებიდან ტურისტების მატებით არის განპირობებული.
„აღსანიშნავია, რომ სომხეთში ბოლო დროს ჩასული ტურისტების დიდ პროცენტს არაბეთის ყურის ქვეყნებიდან ჩასული ადამიანები შეადგენენ, რაც სომხეთის ინტერესებში შედის: არაბეთის მოქალაქეებმა საგრძნობი ინტერესი გამოიჩინეს სომხეთის ტურისტული, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სფეროებში ინვესტირების მიმართულებით, სწორედ ამიტომ მიზანშეწონილია ცალმხრივი სავიზო მიმოსვლის გაუქმება. ეს ნაბიჯი დამატებით სტიმულს მისცემს სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას“.