გაეროს სპეციალური მომხსენებელი კლიმო ნიალეტსოსი ვულმა (Clément Nyaletsossi Voule) 7-16 ნოემბერს, ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრებების უფლების განხორციელების დონის შეფასების მიზნით, სომხეთში გაემგზავრება. ამის შესახებ გაეროს ადამიანთა უფლებების უმაღლესი კომისრის ოფიციალური ვებ-გვერდზე წერია. გაეროს სპეციალური მომხსენებელი საკუთარ ანგარიშს სომხეთზე 2019 წლის ივნისში, ადამიანთა უფლებების 41-ე სხდომზე წარადგენს.
“ეს არის სომხეთში მშვიდობიანი, დემოკრატიული ცვლილებების პერიოდი, რომელსაც შეუძლია დიდი როლი შეასრულოს ყველა ადამიანის უფლებების დაცვასა და გაფართოებაში, კერძოდ, მშვიდობიანი შეკრების განხორციელების უფლების დაცვის კუთხით, ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობას დემოკრატიული მიღწევებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის”, – განაცხადა ექსპერტმა.