გაეროს გენერალური მდივანი სომხეთისა და აზერბაიჯანს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მიესალმა

გაეროს გენერალური მდივანი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო სქმეთა მინისტრების ზოჰრაბ მნაცაკანიანისა და ელმარ მამედიაროვის შეხვედრას მიესალმა, რომელიც 16 იანვარს პარიზში ეუთოს მინისკის ჯგუფის თანაპრეზიდენტების შუამავლობით შედგა. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.
” გენერალურმა მდივანმა მაღალი შეფასება მისცა მხარეთა ინიციატივას მთიანი ყარაბაღის გაჭიანურებული კონფლიქტის კოორდინირებული და მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა , მინისტრების მზაობა კონკრეტული მოსამზადებელი ღონისძიებების გასატარებლად. გენერალური მდივანი სრულებით უჭერს მხარს ეუთოს მინისკის ჯგუფის საშუამავლო მისიას” , – განაცხადა გაეროს გენერალური მდივანის მოადგილემ.