გაერომ მიმართა ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს

გაეროს 6 ივლისის ბრიფინგზე გენერალური მდივნის სპიკერმა, სტეფან დიუჟარიკმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ბოლო მოვლენების შესახებ ისაუბრა. თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა შემდეგ ასპექტებს:

· როგორც 2017 წლის 22 ივნისს გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, უსაფრთხოების ვითარების გაურესებასთან დაკავშირებით და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შეხების ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის ბოლო ფაქტის გათვალისწინებით, ჩვენი შეშფოთება იზრდება.

· ჩვენ მხარს ვუჭერთ თანათავმჯდომარეების ბოლო განცხადებას, რომელიც ფიზულის რეგიონის სოფელ ალხანლისთან ძალადობის ახალ შემთხვევას ეხება, რასაც სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი მოჰყვა.

· ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, ვითარების სტაბილიზაციისკენ და მივმართავთ, თავი შეიკავონ ნებისმიერი სამხედრო მოქმედებებისგან. მკაცრად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები მომავალში ძალადობის თავიდან ასაცილებლად. მოლაპარაკებების დაუყოვნებლივი განახლება, არის ამ ხანგრძლივი და სახიფათო დაპირისპირების გადაჭრის ერთადერთი გზა.

Leave a Reply